ბათუმში  ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ბორდიურებისა და ტროტუარების მონტაჟი განხორციელდა, ასევე სრულდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

მათი ინფორმაციით, გზის მიმდებარედ ახალი სკვერის მშენებლობა იწყება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნენ.

„ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს. მათი განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა KFW-ის პროექტით მოეწყო.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ