ნინო ნიჟარაძე - “ფაიზერით“ ვაქცინაციას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო განახორციელებს

“ფაიზერით“ ვაქცინაციას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო განახორციელებს, „ასრაზენეკათი“ ვაქცინაცია კი მედცენტრში გაგრძელდება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის აჭარაში "ასტრაზენეკას" ვაქცინა 470-მდე პირმა ჩაიტარა.

„ორი კვირა სრულად დაჯავშნილია, 1300 - მდე დოზაზეა საუბარი. დღეის მგომარეობით 470 ზე მეტი პირია აცრილი „ასტრაზენეკათი“, აქედან დღეს - 0, პროცესი გრძელდება. მოსახლეობის ინტერესი „ფაიზერთან“ მიმართებაში მეტია.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, საყურადღებოა. არის დღეები, როცა მცირედი მატება ფიქსირდება. მხოლოდ ორი სკოლაა დახურული და სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გრძელდება.

თითოეულ მოქალაქეს ვურჩევთ წესების დაცვას, ეს მდგომარეობა გვექნება, ვიდრე მოსახლეობის სულ ცოტა 60 პროცენტს არ ავცრით", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა