ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოინახულა და ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა დავით შერაზადიშვილსა და ბუბა გობეჯიშვილს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მსმენელებს 16 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს.

ასევე, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსმენელების მიღება სასწავლო კურსებზე უკვე დაწყებულია.

მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა.

„დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ სასწავლო ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად გაიხსნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათლების მიმართულებას და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ. მუნიციპალიტეტი ცენტრს გვერდში ყოველთვის დაუდგება და მის განვითარებას ხელს აქტიურად შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა