ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კოდექსის და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტები ვერ პასუხობს არსებულ პრობლემებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კოდექსის და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტები ვერ პასუხობს არსებულ პრობლემებს. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ამ ცვლილებით „ქართული ოცნების" ძალაუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება.

„მოლაპარაკებების წინ „ქართულმა ოცნებამ" სამი კანონპროექტის შესახებ დაიწყო საუბარი - ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და ამას დაემატა მოსამართლეთა დანიშვნის წესში გამჭვირვალობასა და დასაბუთებულობისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის კანონპროექტი. ეს სამივე კანონპროექტი ვერ პასუხობს ვერცერთ პრობლემა, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენი პრობლემა არის ძალაუფლების კონცენტრაცია და ყოვლისშემძლე უმრავლესობა. არცერთი ამ ცვლილებით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება „ქართული ოცნების" ძალაუფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ კონცენტრირებული ძალაუფლებიდან გადავიდეთ გაზიარებულ პასუხისმგებლობაზე. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს როგორც ძალაუფლება, ისე პასუხისმგებლობა. "ქართული ოცნების", როგორც მმართველი გუნდის ამოცანაა, შემოგვთავაზოს ისეთი ცვლილებები, რომელიც გამოგვიყვანს წრიდან, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ და რომელიც არის სუპერ უმრავლესობა ამ ქვეყანაში",- განაცხადა მენაბდემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა წარდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო