ირაკლი კობახიძე - კვლავაც გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება, რაც დამოკიდებულია, მხარეების კეთილ ნებასა და სათანადო მიდგომაზე

ყველაზე აქტუალური თემები რაც არის ეს ყველამ ვიცით, თუმცა ამ ყველაზე აქტიური თემებიდან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ დეტალებს ვერ გავშლით - იყო გარკვეული საკითხები, რაზეც გვთხოვეს ჩვენ პოზიციის დაზუსტება გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება დამოკიდებულია მხარეების კეთილ ნებასა და სათანადო მიდგომაზე.

“გრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე, ახალი ბევრი არაფერი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, იქნება კონსულტაციები ჩვენთანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ხვალ უკვე საერთო რეჟიმში გაგრძელდება საუბარი, დიალოგი და გვაქვს კვლავაც იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება შეთანხმებით. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მხარეების კეთილ ნებაზე და სათანადო მიდგომაზე. ჩვენ გუნდთან გვქონდა კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში, ვერ მოესწრო შეკრება, თუმცა დღეს ალბათ უკვე არადისტანციურადაც მოხდება შეკრება, გვექნება საუბარი ყველა იმ თემაზე, რაც უკავშირდება დიალოგს და განსაკუთრებით, რაზეც დღეს გვქონდა საუბარი.

ჩვენ ბუნებრივია, ყველა თემაზე ვისაუბრეთ რაც უკავშირდება დიალოგს, მათ შორის დღეს რაც იყო დასმული იმ საკითხებზეც იყო საუბარი. ყველაზე აქტუალური თემები რაც არის ეს ყველამ ვიცით, თუმცა ამ ყველაზე აქტიური თემებიდან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ დეტალებს ვერ გავშლით. დღეს გვექნება საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით გუნდში, უკვე არადისტანციურ რეჟიმში შევიკრიბებით და ამის შემდეგ უკვე ხვალ გვექნება ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია. იყო გარკვეული საკითხები, რაზეც გვთხოვეს ჩვენ პოზიციის დაზუსტება გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე, ამის შესაბამისად ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, კიდევ ერთხელ შევხვდით იმისათვის, რომ რაღაცები დაგვეზუსტებინა და შეგვეჯერებინა. ანალოგიურად კიდევ ერთი შეკრება დაგვჭირდება ჩვენ გუნდში და შემდეგ შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საბოლოდ გამოვკვეთოთ ჩვენი, ჩვენი გუნდის პოზიციები თემებთან დაკავშირებით. არ არის ეს მარტივი პროცესი, საკმაოდ რთული პროცესია გამომდინარე იქიდან, რომ რთულ საკითხებს ვეხებით, თუმცა დავიტოვოთ შეთანხმების იმედი”, - განაცხადა კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს