კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში კვლავ ოპოზიციური პარტიის წევრებს ხვდება.

კონკრეტულად, კრისტიან დანიელსონი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებთან მართავს შეხვედრას.

პოლიტიკოსებს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესი კი, დღეიდან განაახლა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს