სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა

სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა - ამ ინფორმაციას სუეცია არხის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი თქმით, კონტეინერმზიდი ხომალდი Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს და სხვა გემებს არხში გავლა დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.

ცნობისთვის, კონტეინერების გადამტანი ხომალდი მეჩეჩიდან რამდენიმე საათის წინ ნაწილობრივ გაიყვანეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო, ხომალდი არხის ნაპირზე არსებულ სილაში მეორედ ჩაეფლო. პანამის დროშის ქვეშ მცურავი Ever Given ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა, სავარაუდოდ, უამინდობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, 23 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა მიმოსვლა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო