აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრება.

ბათუმში „ფაიზერით“ პირველად 71 წლის გულნარა დავითაძე აიცრა.

„ერთი სული მქონდა, რომ ვაქცინა გამეკეთებია. ასე ვხედავ პანდემიის დასასრულს",- აცხადებს გულნარა დავითაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაზე ჯავშანი სრულად არის შევსებული. უწყების ცნობით, ყოველდღიურად 84 პირი აიცრება და ორი კვირის განმავლობაში 1344 პირის აცრაა გათვალისწინებული.

უწყების ინფორმაციით , აჭარაში „ასტრაზენეკას" ვაქცინით 499 ადამიანი აიცრა.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 36 058 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გასული 24 საათის განმავლობაში კი კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"დღეის მდგომარეობით კლინიკა დატოვა 9 პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება ერთი პაციენტი", - აცხადებენ უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს