ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში „პრობლემის წყაროთა ნაწილს“ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება განმუხტავდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში პრობლემის წყაროთა ნაწილს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება განმუხტავდა.

აღნიშნულის შესახებ სენატორი რიში "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა, სენატორი ასე პასუხობს: „ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი“.

„დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას მაშინ, როცა რურუას გათავისუფლების შესახებ, გასული წლის შეთანხმების შემდეგ მოწოდებების მიუხედავად, ამის ნაცვლად ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მოხდა, სენატორი რიში ამბობს, რომ „კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია“.

„როგორც იცით, მე და სენატორი ჯინ შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია“, - აცხადებს სენატორი რიში.

ამასთან, სენატორის განცხადებით, როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა.

„მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა. ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება“, - აცხადებს სენატორი.

რიშის განცხადებით, „მხარეებმა უკან უნდა გადადგან ნაბიჯი, ჩაისუნთქონ და დადონ პირობა საკუთარ თავთან, რომ სურთ ეს გამოვიდეს და ამისთვის მოუწევთ დათმონ და კომპრომისზე წავიდნენ“.

„ვფიქრობ ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებელების საქმეა“, - აცხადებს სენატორი რიში.​

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში „პრობლემის წყაროთა ნაწილს“ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება განმუხტავდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში პრობლემის წყაროთა ნაწილს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება განმუხტავდა.

აღნიშნულის შესახებ სენატორი რიში "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა, სენატორი ასე პასუხობს: „ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი“.

„დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას მაშინ, როცა რურუას გათავისუფლების შესახებ, გასული წლის შეთანხმების შემდეგ მოწოდებების მიუხედავად, ამის ნაცვლად ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მოხდა, სენატორი რიში ამბობს, რომ „კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია“.

„როგორც იცით, მე და სენატორი ჯინ შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია“, - აცხადებს სენატორი რიში.

ამასთან, სენატორის განცხადებით, როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა.

„მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა. ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება“, - აცხადებს სენატორი.

რიშის განცხადებით, „მხარეებმა უკან უნდა გადადგან ნაბიჯი, ჩაისუნთქონ და დადონ პირობა საკუთარ თავთან, რომ სურთ ეს გამოვიდეს და ამისთვის მოუწევთ დათმონ და კომპრომისზე წავიდნენ“.

„ვფიქრობ ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებელების საქმეა“, - აცხადებს სენატორი რიში.​

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო