ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი - საკრებულო ღიაა, მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი ნატალია ზოიძე, მოქალაქეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, მოქალაქეებმა სხდომაზე დასასწრებად საკრებულოს წინასწარ უნდა მიმართონ და ამის შემდგომ მიეცემათ დასწრების ნებართვა.

„საკრებულო ღიაა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს. ამ ხალხს რომ ერთი საათით ადრე დაეწერა განაცხადი, არ იქნებოდა ეს გაუგებრობა. რამე შეფერხება თუ იყო კანცელარიაში, ამით დავინტერესდები“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს შენობის შესასავლელში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვევები აქვთ, კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სატუმროსთვის 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე. ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები რჩებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო