ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე განახლდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვით გამოსვლა ითხოვა და განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის 15 წლით იჯარით გადაცემა არ უნდა მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დანაშაული იქნება.

"ეს არის დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე, მე წინააღმდეგი ვარ, მე თქვენი გუნდის წევრი ვარ, მაგრამ ამას არ დავუშვებ, პატივს ვცემ ყველა ინვესტორს, გადასცენ ტერიტორია, მაგრამ არა ბათუმის ბულვარში, ეს დანაშაულია", - განაცხადა ირაკლი ჯინჭრაძემ.

საკრებულოს სხდომაზე "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები მივიდნენ და უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება უნდა მოხდეს.

საკრებულოს შენობაში მობილიზებული არიან სამართალდამცავები

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს