ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის პლაჟის ოთხი ჰექტრის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან დროებით ამოიღეს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, ბათუმის პლაჟის ოთხი ჰექტრის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან დროებით ამოიღეს. აღნიშნულ წინადადებას საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. თებიძის თქმით, საკითხის განხილვა ბულვარის გენგეგმის დამტკიცების დროს მოხდება.

გადაწყვეტილებას „დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ორგანიზაციის წევრმა ზეინაბ დიასამიძემ განაცხადა, ეს მცირე გამარჯვებაა, თუმცა ბულვარის დასაცავად ბრძოლას გააგრძელებენ.

„დღეს საკრებულოს წევრებს ეყოთ გონიერება, რომ დღის წესრიგიდან ამოეღოთ ბათუმის ბულვარში პლაჟის გასხვისების საკითხი. ათ დღეში პლაჟის განვითარების გენგეგმა ჩამოვა, რომელზეც მაღალი რანგის სპეციალისტები მუშაობენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ ვიდრე ეს გეგმა საჯაროდ განხილული არ იქნება, ეს საკითხი საკრებულოში აღარ განიხილება. დღევანდელი დღე მცირე გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა არ გავჩერდებით. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ბათუმის ბულვარი ეს არის პლაჟი - ძეგლი, ბათუმის სანაპირო ზოლი არის საჯარო ზონა, ქალაქის პლაჟი და ის კერძო საკუთრებაში არ იქნება. ჩვენ დიდ თანადგომას ვუდასტურებთ ბულვარის დირექტორს ირაკლი ჯინჭარაძეს, რადგან მასთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ, მან დიდი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა და ასე უნდა იქცეოდნენ“, - განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა