სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესები დაამტკიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, წესების მიზანია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

„ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესების შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სემეკი იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განახორციელებს ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებსა და პრინციპებს.

ენერგეტიკულ ბაზარზე მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციისათვის, რეგულირებული საწარმოებისთვის განისაზღვრა მონაცემები, რაც უნდა წარადგინონ კომისიაში ენერგეტიკული საქმიანობების მიხედვით, წესებით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების დაცვით.

სემეკი წესების შესრულებას ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის საშუალებით გააკონტროლებს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო