"ლიბერთი" ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორი გახდა

დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინა. მინდა გამოვხატო როგორც პირადი, ასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის.

ქალების გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - ვასილ ხოდელი, გენერალური დირექტორი

„ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“ - დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.

ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა - გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

(R)

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა