ბიზნეს სესხის აღების ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა ევროკრედიტისგან

დაიწყო საკუთარი ბიზნესი ნამდვილად არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს, სურვილთან ერთად განსაკუთრებული გამბედაობა და კარგად შემუშავებული გეგმა სჭირდება.

დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი საქმის წამოწყების შიშს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ძლევს, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სტარტაპებისა თუ მცირე და საშუალო ბიზნესის რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება - მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ამ ადამიანების წარმატების საიდუმლო კი სწორად დაგეგმილ, გააზრებულ ნაბიჯებშია, თუმცა არსებობს ისეთი მოვლენებიც, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ცვლის ჩვენსავე ყოველდღიურობას და ახალი გამოწვევებისა თუ რეალობის წინაშე გვაყენებს.

2020 წლის ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა COVID-19 ვირუსის პანდემია იყო. ახალმა, სრულიად უცხო რეალობამ ხომ ბიზნეს გარემოც რადიკალურად შეცვალა - ერთი მხრივ, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ, შრომითა და ფიქრით შექმნილი ბევრი კომპანია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩდა.

სწორედ ასეთი გადამწყვეტი სიტუაციებისთვის შეიქმნა „ევროკრედიტში“ ყველაზე სწრაფი ბიზნეს სესხი. მნიშვნელობა არ აქვს რა მიზნით ეძებთ დაფინანსებას: პანდემიამ უეცრად ბიზნესის გაფართოების საშუალება მოგცათ თუ მოკლევადიანი ფინანასური სირთულეების გამო არ გსურთ შრომა წყალში ჩაყაროთ და საქმიანობა შეაჩეროთ.

იმის გარმო, რომ მსგავს კრიტიკულ მომენტებში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, „ევროკრედიტში“ სესხის აღების შემთხვევაში თქვენ თავს აარიდებთ ბარიერებსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს.

შესაძლებელია რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფა თქვენი ბიზნესის მიზნობრიობის შესაბამისად (ეს შეიძლება იყოს ბინა, კერძო სახლი, კომერციული ან საწარმოო ფართი თუ სხვა) და განაცხადის ფორმის შევსებაა საჭირო იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი ყველაზე სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი პანდემიის პერიოდში „ევროკრედიტმა“ ბიზნესისთვის ერთგვარი საქმიანი პარტნიორის როლი მოიგო: იგი გეხმარებათ რთული პერიოდის გადალახვაში, გთავაზობთ საშეღავათო პერიოდს სესხის სრულ ვადაზე, რაც გულისხმობს სესხზე მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის დაფარვას მანამ, სანამ თქვენი ბიზნესი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

და, რა თქმა უნდა, სანდო ფინანსური მეგობრის ყოლის მთავარი უპირატესობაც ხომ სწორედ ისაა: მოულოდნელობებით სავსე ბიზნეს სამყაროში ყოველთვის გქონდეს იმედი, რომ ერთი შეხედვით გადაულახავ პრობლემებსაც კი შესაძლებლობებად და ახალ, კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებულ ეტაპად აქცევ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა