„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თბილისის მერია ამ დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტს აპრილიდან პროგრამაში დამატებით, 145 ბავშვის ჩართვის საშუალება ექნება, რის შემდეგაც, 1 375 ბავშვისა და მოზარდის კომპლექსური თერაპიის კურსებს დააფინანსებს.

„პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში შვიდი შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. 2020 წელს მერიამ მათი ასაკი 18 წლამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ პრეცედენტულია და მოგვიანებით, ის არაერთმა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დანერგა.

თბილისის მერია პროგრამის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს. ერთი ბავშვისთვის თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარს შეადგენს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას მოიცავს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა