ქუთაისის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ხორავას ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - კეთდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, სანიაღვრეები. სამუშაოებისთვის 1 260 000 ლარია განსაზღვრული, შპს „ორიენტირი“ ასრულებს და ივლისში დამთავრდება.

„ახალი სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა.

235 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს. ახალი სკვერი აპრილის ბოლოს დასრულებული იქნება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამით დაწყებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია. იცვლება კორპუსებში შესასვლელი კარები, წესრიგდება შიდა სივრცეები. სულ 266 სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ბიუჯეტი 970 000 ლარია“, - აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალაქის სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაფინასებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან.

დღეს, რამდენიმე ობიექტზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. გზა კეთდება ხორავას ქუჩაზე, სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე და ამ უბანს ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებს.

ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქუთაისის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ხორავას ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - კეთდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, სანიაღვრეები. სამუშაოებისთვის 1 260 000 ლარია განსაზღვრული, შპს „ორიენტირი“ ასრულებს და ივლისში დამთავრდება.

„ახალი სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა.

235 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს. ახალი სკვერი აპრილის ბოლოს დასრულებული იქნება.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამით დაწყებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია. იცვლება კორპუსებში შესასვლელი კარები, წესრიგდება შიდა სივრცეები. სულ 266 სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ბიუჯეტი 970 000 ლარია“, - აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალაქის სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაფინასებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან.

დღეს, რამდენიმე ობიექტზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. გზა კეთდება ხორავას ქუჩაზე, სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე და ამ უბანს ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებს.

ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს