ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა

ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომის დასაწყისში განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმის ბულვარს სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის მერიას გადასცემს.

"ჩვენი გუნდის წევრებისთვის აბსოლუტურად გასაგებია ბულვარის მნიშვნელობა თითოეული ბათუმელისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარის, ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობის წესით გათვალისწინებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე ჩვენ მივიღეთ მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბულვარის შემდგომ მართვას. ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად უზრუნველყონ ბათუმის ბულვარის მერიისთვის სამართავად გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ გასცემს პასუხებს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ბათუმში კარგად იციან, თუ რომელი კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა, რა დროს არის აღებული კონკრეტული ვალდებულებები. ჩვენ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია