აჭარის მთავრობა ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

მისი თქმით ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამენ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ძალიან კარგად ვიცით თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქის და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად მუნიციპალიტეტს გადაეცეს. უახლოეს პერიოდში გადაცემის პროცედურები დაიწყება.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო