თორნიკე რიჟვაძე -  650-ზე მეტ სტუდენტს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სწავლის გადასახადი დაუფინანსდება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტთა დაფინანსების ბიუჯეტი იზრდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლა დაუფინანსდება 650-ზე მეტ სტუდენტს. მათ შორის 177 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მაღალმთიანი აჭარიდან და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს.

„პანდემიის და ეკონომიკური კრიზისი გათვალისწინებით უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დაფინანსდეს პრაქტიკულად ყველა განაცხადი, რომელიც იქნა შესული აჭარის განათლების სამინისტროში და შესაბამისად, სტუდენტებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა