ხათუნა სამნიძე - ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს

მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას რასაც ითხოვდა. ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ, წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები, გვახსოვდეს, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე, შეერთებული შტატების გარეშე, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან ამ პროცესში, ჩვენს ქვეყანაში რთული იქნება ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც მხარს უჭერს და უშუალოდ მონაწილეობს ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენ შევძლოთ შეთანხმება, რაც შეუძლებელი იქნებოდა მედიატორების ჩართულობის გარეშე. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურ შედეგს დებს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და შევთანხმდეთ. მე იმედს ვიტოვებთ, რომ ამას შევძლებთ.

კომპრომისზე როცა ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია, ჩვენ არ ვიცით რა დევს მაგიდაზე. ჩვენ ვიცით ამ მოლაპარაკებების რაუნდების პროცესში ვინ რაზე იყო წამსვლელი, სად იყო კომპრომისის შესაძლებლობა და სად არა და ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას რასაც ითხოვდა, ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა სამნიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო