ქუთაისისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების დაგეგმვა/განხორციელება და ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის ურთიერთგაზიარება.

„აღსანიშნავია, რომ ქუთაისისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტები ევროკავშირის Erasmus+_ის პროექტის ფარგლებში - "უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)" უკვე თანამშრომლობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით