80 წლის ასაკში ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

იხილეთ ვიდეო: 81 წლის ასაკში ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“