სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

ემიგრანტებს ან მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ ინექსკრედიტის სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების სერვისით. აღნიშნული სერვისის გამოყენებით შესაძლებელია ბინის ყიდვა ან გარემონტება, ასევე სხვა ბანკში თუ კერძო პირთან აღებული სესხის გადაფარვა ან თანხის გამოყენება სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის. ინექსკრედიტის განახლებული პირობებით იპოთეკური სესხის გაცემა, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მდებარე სახლისა და სასოფლო სამეურნეო მიწის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

რა არის ინექსკრედიტის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც უმტკიცდებათ საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა ან სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ან მათ ახლობლებს საქართველოში. სესხის გაცემა ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში არსებული უძრავი ქონებისა და სასოფლო სამეურნეო მიწის უზრუნველყოფით. იპოთეკური სესხი ლარში გაიცემა, თანხის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.

რა შემთხვევაში შეიძლება აიღო იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა სახლის შესაძენად ან გაქვთ სახლი, მაგრამ გჭირდებათ თანხა. სესხის აღება შეგიძლიათ სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის, მაგალითად: რემონტი, ავეჯის შეძენა, სხვა ვალდებულებების გასტუმრება და ასე შემდეგ. იპოთეკური სესხის მიღება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა უძრავი ქონება დაგირავებულია ან ჩადებულია კერძო იპოთეკართან და ხდება ამ ვალის გადაფარვა.

ოგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი ინტელიექსპრესის ან სხვა ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სისტემატურად რიცხავდეს ან იღებდეს ფულად გზავნილებს.
  • მომხმარებელმა შეავსოს საიტზე მითითებული ფორმა ან განაცხადი ჩვენ ოფისში. აუცილებელია სწორად მიუთითოს მონაცემები.

განაცხადის შევსების შემდეგ ინექსკრედიტის წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და გააცნობს დამატებით დეტალებს. დაინტერესების შემთხვევაში კი დაეხმარება ვრცელი განაცხადის შევსებაში.

რომელ ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებს შეუძლიათ სერვისით სარგებლობა?

განაცხადის შევსება შეუძლია საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში ან სხვა ქვეყნებში მყოფ მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით. ასევე საქართველოში მყოფ ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად იღებენ ფულად გზავნილებს.

ინექსკრედიტი ინტელიექსპრესის ახალი ბრენდული პროდუქტია. ინტელიექსპრესი 2006 წელს საქართველოში დაარსდა და ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. მისი საშუალებით შესაძლებელია თანხის მიღება და გაგზავნა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში; თანხის გადარიცხვა ევროპაში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე, დაბალი ტარიფებით, 1 სამუშაო დღეში და სხვა. ინტელექსპრესი ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსსა და საქართველოში. ინექსკრედიტის სერვისი ხელისაწვდომია, როგორც ინტელიექსპრესის ოფისების ბაზაზე, ისე ონლაინ.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს