ალეკო ელისაშვილი - რა აზრი აქვს ამ ცვლილებებს, როდესაც მურუსიძე და მსგავსი ხალხი რჩება სასამართლოებში?!

თუ ცვლილება გინდათ, თუ გინდათ, რომ ნდობა, რეპუტაცია, სახელი დაიბრუნოს სასამართლომ, ასეთი ცვლილებებით კი არ უნდა დავიწყოთ, იმ ადამიანებების გამოცვლა უნდა დავიწყოთ, ვინც სახელი შეულახეს და შელანძღეს სასამართლო. მურუსიძეებისგან გათავისუფლება და სხვა ოდიოზური მოსამართლეებისგან გათავისუფლება იქნებოდა რეალური ნაბიჯი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, სასამართლო დღეს სახელგატეხილი ინსტიტუციაა და რეპუტაცია არ აქვს.

„ბატონო ანრი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სასამართლო უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მიხვალ და მის მიმართ ნდობა გექნება. რომ მიდიხარ რატომ მიდიხარ? - რომ შენი უფლებები შეილახა და სამართალი გინდა იპოვო. მაგრამ როგორ იპოვი სამართალს იმ სივრცეში, რომელსაც არ ენდობი?! ხალხი არ ენდობა. აგერ გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მძიმე ანგარიში, სადაც უმძიმესი შეფასებებია სასამართლოსადმი. ზოგადადაც ვიცით, რომ ხალხს არ აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ. მას სახელი არ აქვს. სახელგატეხილი ინსტიტუციაა, რეპუტაცია არ აქვს. შესაბამისად, ამ ცვლილებებს რა აზრი აქვს, თუკი რეპუტაციის არმქონე ადამიანები არიან მოსამართლეები? რა ვქნათ, ასე მოხდა, თქვენ მოახერხეთ, რომ როგორც კი სასამართლოს ახსენებ, იმ წამს ასოციაცია გაქვს მურუსიძესთან. თუ ცვლილება გინდათ, თუ გინდათ რომ ნდობა, რეპუტაცია, სახელი დაიბრუნოს სასამართლომ, ასეთი ცვლილებებით კი არ უნდა დავიწყოთ, იმ ადამიანების გამოცვლა უნდა დავიწყოთ, ვინც სახელი შეულახეს და შელანძღეს სასამართლო. მურუსიძეებისგან გათავისუფლება და სხვა ოდიოზური მოსამართლეებისგან გათავისუფლება იქნებოდა რეალური ნაბიჯი, თუ მართლა გინდათ, რომ სასამართლო სასამართლოს ჰგავდეს და მოქალაქე მიდიოდეს სასამართლოში და აპრიორი წინასწარ ჰქონდეს ნდობა. რა აზრი აქვს ამ ცვლილებებს, როდესაც მურუსიძე და მსგავსი ხალხი რჩება სასამართლოებში?!“, - ჰკითხა ელისაშვილმა ანრი ოხანაშვილს.

ცნობისთვის, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

პროექტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი, პირველი მოსმენით განიხილება.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით შეიმუშავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა