რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის პირველი მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ 1991 წლის 31 მარტს - 30 წლის წინ ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

,,დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. სიმბოლურია, რომ 1991 წლის 31 მარტს - 30 წლის წინ ჩატარდა რეფერენდუმი სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია“,- განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

ასევე, როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა განაცხადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ღვაწლი დავიწყებული არ უნდა იქნას.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან, დღეს 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ყვავილებით შევამკეთ და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ჩვენ გვახსოვს ჩვენი პირველი პრეზიდენტის დამსახურება, ჩვენ გვახსოვს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და ვიცით ამ დამოუკიდებლობის ფასი“, - განაცხადა ლევან ონიანმა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსთავის თვითმმართველობის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა ახლად რეაბილიტირებულ სკვერს, სადაც გასული წლის შემოდგომაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი დაიდგა.

რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ, მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მოადგილეებთან დავით რეხვიაშვილთან, ნინო ქავთარაძესთან, ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების“ ცენტრის დირექტორ დავით შანიძესთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა