ნინო წილოსანი - საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია, შეიძლება გარკვეულწილად ვანო მაჭავარიანის გადაწყვეტილება გავიგო

ვანო მაჭავარიანი ჩემთვის ძალიან ღირებული მეგობარი და თანაგუნდელი იყო. პოლიტიკა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია, გარკვეულწილად შეიძლება მისი ეს გადაწყვეტილება გავიგო, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომას.

როგორც წილოსანი განმარტავს, მაჭავარიანი პოსტის დატოვებას ადრეც აპირებდა, რადგან მას საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ უნდა.

„ვანო მაჭავარიანი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან კარგი მინისტრი იყო. მისი მინისტრობის პერიოდში საქართველომ ერთ-ერთი სერიოზული კრიზისი გადაიარა პანდემიასთან მიმართებაში და სავალუტო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კომუნიკაცია და მათ შორის, ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანამ მიიღო, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობით და მისი დახმარებით განხორციელდა. მეორე მხრივ, ჩემთვის, ადამიანურად ის ძალიან ღირებული მეგობარი და თანაგუნდელი იყო, ამიტომ, ნამდვილად დამწყდა გული მისი გადაწყვეტილების გამო. თუმცა, გარდა იმ პირადი მიზეზებისა, რომლის მიხედვთაც მან გადაწყვეტილება მიიღო, თავისთავად, ადამიანურად მესმის ამ გადაწყვეტილების, რადგან პოლიტიკა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია და გარკვეულწილად შეიძლება გავიგო მისი ეს გადაწყვეტილება.

მას გარკვეული პერიოდის მანძილზე ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, როგორც თვითონ განაცხადა, თუმცა, ასე გადაწყვეტილი არ იყო. ალბათ, გარკვეულწილად ანგარიში გაუწია იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელშიც ქვეყანა არის და ალბათ, აქედან გამომდინარე გადადო წასვლა, თუმცა, ვიცი, რომ მას საჯარო სექტორში აღარ უნდოდა მოღვაწეობა. ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი ის გამორჩეული ადამიანი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა ამ პანდემიის ჟამს, კრიზისის დროს სხვადასხვა სავალუტო ფონდებიდან თანხების მოძიებასთან დაკავშირებით და ის დახმარება, რომელიც მივიღეთ, მისი უშუალო ჩართულობით, უშუალო მონაწილეობით და მისი დახმარებით იქნა მოპოვებული. მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დამატებითი ფაქტორები უცნობია“, - განაცხადა წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო