გონიოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გონიოში, ხანძრის შედეგად, 45 წლამდე ქალი დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე დაშავდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 45 წლამდე მამაკაცს დამწვრობა სახისა და ხელის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმების თქმით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა პაციენტი კლინიკაში არ დარჩა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი შეშის ღუმელის დანთების დროს გაჩნდა. ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ხანძარი ლიკვიდირებული დახვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო