აქტივისტებმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბათუმშიც გააპროტესტეს

ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს.

შეკრებილების განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს და მას საქართველოში შემოსვლის უფლება არ უნდა მისცემოდა.

აქციის მონაწილეები, თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

"რუსი ოკუპანტის პოზნერის მიერ, საქართველოში თავისუფალი გადაადგილება და “კომენდანტის საათის” დარღვევა - თავმოყვარე ქვეყანაში, ასეთი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ, პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ. ჩვენ კი ესკორტით შემოვიყვანეთ და რესტორანში ვაქეიფებთ, ქეიფი სამი საათია გრძელდება და ამ ადამიანს ვერ აჩერებენ. პატრული მათ ვერ აჯარიმებს",- აცხადებს გენრი დოლიძე.

ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებთან ერთად სამართალდამცავები იმყოფებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი