ვლადიმერ პოზნერი - არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება ეს დაგეგმილზე ადრეც მოხდეს

არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს, - ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა "რიანოვოსტს" განუცხადა.

"დღეის მდგომარეობით, არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, პოზნერი აცხადებს, რომ პოლიცია იცავს.

“ამჟამად სასტუმროში ვიმყოფები. უსაფრთხოდ ვარ“, - განაცხადა პოზნერმა.

მისივე თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმრო "რუმსში" არიან დაბინავებული. "რუმსის" ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს