სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ტენდერს XIQ სალიცენზიო ბლოკზე

საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2021 წლის 1 აპრილს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად XIQ სალიცენზიო ბლოკზე.

სალიცენზიო ბლოკის ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.

სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

დამატებითი ინფორმაცია

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ 2021 წლის 12 აპრილიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:

ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;

ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;

გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;

დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;

ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

საქართველო, ქ. თბილისი 0114,

სანაპიროს ქუჩა #2.

ტელ: (+995 32) 2253399/02

ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი

v.mikeladze@saog.gov.ge

ტელ: +995 595 000 025

ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი

a.chabukiani@saog.gov.ge;

ტელ: +995 595 000 050

დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი

d.gabelaia@saog.gov.ge

ტელ: +995 599 033 043

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს