მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნება თანახმა, მათთან საუბარს ნებისმიერ რეჟიმში განვაახლებთ

თუ ოპოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნება თანახმა, მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში განვაახლებთ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ ამ „უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო მმართველ გუნდს არ აქვს".

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრემიერ-მინისტრს ეთანხმება.

„პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისთვის და მსჯელობაში. ჩვენ საქმიან რაკურსსა და საქმეზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ევროპელმა პარტიორებმა კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა მცირე შენიშვნის თანხლებით, თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპრაკებებში ხელახლა ჩავერთოთ. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და არა მათი მოგონილი კრიზისი. მოლაპარაკების შეწყვეტაზე არაა აქ საუბარი. თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნებიან თანახმა, ჩვენ განვაახლებთ მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არ გვექნება დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. მისივე თქმით, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაწყებული და ორიენტირებული სწორედ მათ განხორციელებაზე იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა