ტურიზმის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნების მფლობელებს წარმატებები უსურვეს, სამეწარმეო საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

„ქართლი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო ადგილია. ქართლის ღვინოები მსოფლიოში უმაღლესი კატეგორიის ღვინოებად არის აღიარებული. ღვინის ტურიზმი საინტერესო მიმართულებაა, რომელსაც ქართლში განვითარების სერიოზული პერსპექტივა აქვს. ღვინის მარნები საოცრად იზიდავს ვიზიტორებს. თითოეულ თქვენგანს გიხდით მადლობას თავდაუზოგავი შრომისთვის და გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეხვედრა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო