ომბუდსმენი - კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა

სახალხო დამცველი, პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების არსებობაზე საუბრობს.

როგორც სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც პატიმრების ძალადობისაგან დაცვის თვალსაზრისით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა.

„დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ ადგილი აქვს არაფორმალური ლიდერებისთვის (ე.წ. მაყურებლებისთვის) უფლებამოსილების დელეგირებას და მათი მეშვეობით პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალურ მმართველობას, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებას, მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას.

აღნიშნულ პრობლემებზე საუბარია 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან.

2020 წელსაც, №17, №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის თვალშისაცემი იყო მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის აქტიურობა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან მსჯავრდებულთა კომუნიკაციის პროცესში ჩარევასა და პრობლემურ საკითხებზე მოსაუბრე მსჯავრდებულების გარიდებაში გამოიხატებოდა.

გასაკვირი არ არის, რომ პატიმრები უმეტესწილად ერიდებიან ღიად დაუპირისპირდნენ კრიმინალურ სუბკულტურას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია თანამშრომლობს სუბკულტურის წარმომადგენლებთან და იყენებს მათ პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის, საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს). შესაბამისად, ამ საკითხებზე, პატიმრები იშვითად მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს. პატიმრები უპირატესობას ანიჭებენ სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის კონფიდენციალურად მიწოდებას", - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:ომბუდსმენი - კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა