აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გახსნა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება პანდემიის ფონზე დაიწყო და ამ მიმართულებით რიგი აქტივობები კვლავაც გრძელდება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა და მასში გაწერილი ვალდებულებები გააცნო.

მათივე ცნობით, შეხვედრის მოდერატორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელისა და საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარის, მალხაზ ჭკადუას შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭო, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საუკეთესოა უწყებათა შორის.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლის ირინე ურუშაძის განცხადებით, ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა არაერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას მოიცავს, რომელთა შორის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, ელექტრონული და წერილობითი პეტიციის შემოღება და რიგი სხვა საკითხებია.

“ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმის პარალელურად, ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული აქტივობები განიხილეს და დაგეგმეს. პროექტის მხარდამჭერია UNDP, EU, IDFI, OGP”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა