ვიტალი ბალა - მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, კიევი არ აპირებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან

უკრაინა-რუსეთის დონბასის სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ რას უკავშირდება რეგიონში მორიგი ესკალაცია და რამდენად დიდია რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების ალბათობა, `ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, ნიუ-იორკ ტაიმსი წერს, რომ რუსეთის მხრიდან დონბასის მიმართულებაზე რუსული ჯარების კონცენტრაციის გამო აშშ- ევროპული ჯარების ხელმძღვანელობამ თავის შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნა მაქსიმალურ დონემდე გამოაცხადა.

ჩვენი საუბარი იმით დავიწყოთ თუ რა ხდება თქვენთან დონბასის მიმართულებაზე? რა თქმა უნდა, შემდეგ სხვა თემებსაც შევეხებით...

- რუსეთმა 1 აპრილიდან უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შარშან 2020 წლის ივნისში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების გაგრძელებაზე.

მინსკის მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა განაცხადა, რომ ამ თემაზე უკრაინული მხარის განცხადებებს რუსული მხარე ყურადღებას არ აქცევს. ამავე საკონსულტაციო ჯგუფში უკრაინული მხარის სპიკერმა არისტოვიჩმა, რომელიც კიევის პოზიციებს აჟღერებს, ასევე თქვა, რომ დონეცკთან მიმართებაში ვითარება საკმაოდ რთულია.

რუსეთმა 1 აპრილიდან უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შარშან 2020 წლის ივნისში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების გაგრძელებაზე

მეტიც, იმ ვიდეოკონფერენციაში, რომელშიც მერკელი, მაკრონი და პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის გარეშე იღებდნენ მონაწილეობას, უკრაინისთვის არაფერი კარგი არ თქმულა. რაც იმასაც ნიშნავს, რომ დღეისათვის რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში არა მხოლოდ არაკონსტრუქციულ, არამედ აგრესიულ გზავნილებს აგზავნის.

- კიევის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის საზღვართან, კერძოდ როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა, ამავე რეგიონებში ელოდებიან 25 რუსული ტაქტიკური ჯგუფების გამოჩენას.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაცია?

- მოსკოვი ცდილობს კიევზე ზეწოლას. ჩემი აზრით, რუსეთი ცდილობს დონბასთან დაკავშირებით უკრაინის ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე დაითანხმოს. მოვლენათა ამგვარი განვითარება პროგნოზირებადი იყო. ასე იქნება, ვიდრე უკრაინა არ იქნება მზად რუსული მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წარმატებით მოსაგერიებლად.

ამჯერად, მე ვსაუბრობ იმ ტიპის რაკეტებზე, რომელიც შეიარაღებაში უნდა ჰქონდეს უკრაინას. უკრაინას ყველა საშუალება აქვს აწარმოოს ისეთი რაკეტები, რომელთაც შეეძლებათ მოსკოვს მისწვდნენ. ვიდრე უკრაინას შეიარაღებაში ასეთი იარაღი არ ექნება, კრემლი მუდმივად გააგრძელებს დონბასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარებას.

ვიდრე უკრაინას შეიარაღებაში ასეთი იარაღი არ ექნება, კრემლი მუდმივად გააგრძელებს დონბასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარებას

ვიდრე ასე არ იქნება, მერკელ-მაკრონ-პუტინის ვიდეოკონფერენციაზე მუდმივად იქნება საუბარი იმაზე, რომ თითქოს კიევი მინსკის შეთანხმების გარკვეულ პუნქტებს არ ასრულებს.

- რამდენადაც მახსოვს, მოსკოვი კიევისაგან უკრაინის ფედერალიზაციას, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოლაპარაკებების მხარეებად აღიარებას და მათთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს.

ახლაც ამასვე მოითხოვს კრემლი უკრაინისაგან?

- რუსეთის მიზანია კიევმა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ამგვარი რამ რომ მოხდეს, კრემლს საშუალება ექნება დასავლეთს ფორმალურად უთხრას, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია, იგი არაა ამ კონფლიქტში მხარე და მათგან მოითხოვოს იმ ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რომელიც ევროკავშირმა მას უკრაინის გამო დაუწესა.

რუსეთის მიზანია კიევმა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ამგვარი რამ რომ მოხდეს, კრემლს საშუალება ექნება დასავლეთს ფორმალურად უთხრას, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია, იგი არაა ამ კონფლიქტში მხარე და მათგან მოითხოვოს იმ ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რომელიც ევროკავშირმა მას უკრაინის გამო დაუწესა

ვიმეორებ, ამ ეტაპზე ეს გახლავთ კრემლის მთავარი მიზანი. სწორად გახსოვთ, 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთი უკრაინის ფედერალიზაციას, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების უკრაინის შემადგენლობაში მიღებას სთავაზობს. მოვლენათა ამგვარ განვითარებას არც წინა რადამ დაუჭირა მხარი და დარწმუნებული ვარ, არც ამ შემადგენლობის რადა დაუჭერს.

მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, კიევი არ აპირებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. ასეთი პოზიცია ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ასეთი პოზიცია აქვს ახლა ზელენსკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში კიევი პოზიციას არ შეიცვლის.

მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, კიევი არ აპირებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან

- უკრაინის რადაში გამოსვლისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა რუსლან ხამჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ფაქტიურად უკვე დაარღვია 2020 წლის ივნისში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რა იქნება ამის შემდეგ? თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ?

- მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, იმ მომენტიდან ცხადია გახდა, რომ სასწრაფოდ უნდა შეკრებილიყო უკრაინის უშიშროების საბჭო და ეს საკითხი განეხილა.

ვინაიდან ჩვენთან უშიშროების საბჭოს სხდომები პარასკეობით იმართება, იმედი მაქვს, იგი მაინც გაიმართება და ახალ რეალობაზე ცნობილი გახდება ოფიციალური კიევის პოზიცია.

- რამდენადაც შესაძლებელია ვადევნებთ თვალს თუ როგორ ეხმარება აშშ უკრაინას სამხედრო ძალების მშენებლობაში.

თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიის მახლობლად თავისი გადასროლილი ჯარების გამოყენება, რამდენად მზადაა უკრაინული ძალები წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ ფართომასშტაბიან აგრესიას?

- უკრაინული შეიარაღებული ძალების მეთაურმა რუსლან ხამჩაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ჰქონდეთ ღირსეული რეაქცია რუსეთის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვფიქრობ, არაა დიდი ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ჩემი აზრით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ახლა გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ პუტინს უკრაინის მეშვეობით სურს დიდ გლობალურ თამაშში რუსეთის საკითხის გადაწყვეტა.

ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანები, როგორ პოზნერია საქართველოს არ უნდა სტუმრობდნენ, მას რომ სადმე ეთქვა, რომ ყირიმი უკრაინა არაა, მას უკრაინაში არ შემოუშვებდნენ

ვგულისხმობ ბაიდენის საჯარო განცხადებას, რომ პუტინი მკვლელია. ვფიქრობ, უკრაინა ახლა აშშ-სთან ბრძოლაში რუსეთის ერთ-ერთი კოზირია. იმის ფონზე რომ ვაშინგტონთან დაპირისპირებაში რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს, იგი ამ ფონზე შეეცდება კიევის დაყოლიებას იმაზე, რომ კიევის ოფიციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთად დასხდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ე..წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კრემლი შეძლებს ამის გაკეთებას?

- ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რეაქცია ექნება მომხდარზე თავად უკრაინას. გვახსოვს, რომ კრემლს უკრაინის ტერიტორიაზე 9 ოლქისგან ნოვოროსიის შექმნა უნდოდა. მათ ეს არ გამოუვიდათ, მაგრამ შეძლეს დონბასის ნაწილში თავისი ჩანაფიქრის რეალიზება.

ახლა ვითარება ასეთია - ახლა უკრაინის არმია იმაზე ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ეს 2014 ან თუნდაც 2015 წლებში იყო. უკრაინამ შეიარაღებული ძალების მშენებლობაში სერიოზული დახმარებები მიიღო აშშ-საგან და შვიდეულის წევრი კანადისაგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით კანადას უკრაინული ძალების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

- თანმხლებ პირებთან ერთად ცნობილი რუსი ჟურნალისტის პოზნერის თბილისში სტუმრობას უხმაუროდ არ ჩაუვლია.

ამ თემაზე ქართულის გარდა, რუსული მედიაც ხმაურობს. საინტერესოა თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ თემაზე თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა?

- პოზნერის განცხადებები, რომ აფხაზეთი აღარასოდეს აღარ იქნება საქართველოს ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. როცა ამგვარ განცხადებებს აკეთებენ იმ დონის ადამიანები, როგორც პოზნერია, კრემლის პროპაგანდისტების როლს ასრულებენ.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები, როგორ პოზნერია საქართველოს არ უნდა სტუმრობდნენ. მას რომ სადმე ეთქვა, რომ ყირიმი უკრაინა არაა, მას უკრაინაში არ შემოუშვებდნენ.

იმ მოქალაქეების სიაზე რუსეთიდან, ვისაც არ აქვს უკრაინაში სტუმრობის უფლება, პასუხისმგებელი უკრაინის უშიშროების სამსახურია. ისინი ადგენენ ამ სიას. რამდენადაც ვიცი დროთა განმავლობაში ამ სიას ემატებიან ის ადამიანები, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ

- რამდენადაც ვიცი, ვინც ამბობს, რომ ყირიმი უკრაინა არაა, უკრაინა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცნობილი პოლიტიკოსები, ხელოვნების წარმომადგენლები თუ ჟურნალისტები არიან, უკრაინაში არ უშვებს.

რამდენად დიდია ის სია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ასეთი მოქალაქეების სია არსებობს?

- იმ მოქალაქეების სიაზე რუსეთიდან, ვისაც არ აქვს უკრაინაში სტუმრობის უფლება, პასუხისმგებელი უკრაინის უშიშროების სამსახურია. ისინი ადგენენ ამ სიას. რამდენადაც ვიცი დროთა განმავლობაში ამ სიას ემატებიან ის ადამიანები, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ სიაში 100-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა შეყვანილი, რომლებსაც არ აქვთ უკრაინაში შემოსვლის უფლება. თუ ისინი მაინც ჩამოვლენ უკრაინაში, მათ არ აძლევენ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას და თუ აეროპორტში არიან, უახლოესი თვითმფრინავით უშვებენ უკან.

უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სიიდან რამდენიმე რუსი მსახიობი იქნა ამოღებული. სხვათა შორის, ხელოვანებისა და მსახიობების სიას კულტურისა და ინფორმაციის სამინისტრო ადგენს.

- კულტურისა და ინფორმაციის სამინისტრო?

- დიახ, კულტურისა და ინფორმაციის სამინისტრო. არიან მოქალაქეები, ვისაც უკრაინის საგარეო უწყება პერსონა ნონ-გრანტად აცხადებს. ამ მოქალაქეების სია აქვს უსაფრთხოების სამსახურს და სასაზღვრო სამსახურთან კოორდინაციაში ისინი წყვეტენ ქვეყანაში მათი შემოშვებისა თუ არშემოშვების საკითხებს.

სხვათა შორის, უკრაინაში შემოსვლა ეკრძალებათ არა მარტო რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ყირიმშია ნაყოფი და მათ პასპორტში ამის ამსახველი ბეჭედი აქვთ ჩარტყმული.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს