გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადება მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა დიდწილად ხელისუფლებას ეკისრება.

„ვფიქრობ, ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. ნათლად არის ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ასევე არის საუბარი, რომ ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი იყო, ეს არის როგორც ვადამდელი არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს. ეს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც“,-განაცხადა კანდელაკმა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში კრიზისის გაუარესების საშუალება არ მისცეს.

„ოპოზიციის გეგმა არის ძალიან მარტივი, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, რომ არ გადავაჩეხინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა უფსკრულში. ასევე, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრით, რომ ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის გადაგორება, არა „შერემონტება“, არამედ კრიზისის გადაჭრა და მთლიანად ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და ამით ვხელმძღვანელობთ, როგორც მოლაპარაკებების დროს, ასევე იმ წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანმი კომპონენტია იმ თვალსაზრისთ, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვიდეს“,-განაცხადა კანდელაკმა.

შეგასენებთ, ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს