დედა სოსანა - მეუფე სტეფანეს განკარგულებით, მე და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დაგვტოვეს და ტაძრის კარი არ გაგვიღეს

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა მონასტრიდან მისი და კიდევ ერთი მონაზვნის გარიცხვის თაობაზე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დედა სოსანამ მეუფის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან შეაფასა და მონასტერში წუხელ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გამო, ის და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დატოვეს და ტაძრის კარი არ გაუღეს.

"მე გუშინ დამატოვებინეს მონასტერი, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. ამის გამო გავხდი დევნილი. სიმართლისთვის დევნილი დატოვეს ქუჩაში და გაწირეს ფაქტიურად მოხუცებული და უძლური ადამიანი სიკვდილისთვის, თავსხმა წვიმაში. პოლიცია გამოიძახეს და მითხრეს, რომ პოლიციის ძალით უნდა დამეტოვებინა მონასტერი. მე პოლიციას ვთხოვე დახმარება, რომ გამომეტანა საკუთარი ნივთები. პოლიციამ მიშუამდგომლა, დარეკა რეზიდენციაში, სადაც უთხრეს, რომ მეუფე სტეფანეს ამ დროს სძინავს და ვერ შეეკითხებიან, ვერ გამოვითხოვთ კურთხევასო. მოგვაკითხა სხვა ტაძრის წინამძღვარმა ღამის ორ საათზე, მან შეასრულა ქრისტეს მცნება, მიგვიღო, გაგვათბო, დაგვაპურა. დღეს ვაპირებ მისვლას ეპარქიაში, კიდევ ერთხელ ვამხელ მას არასწორ და არაქრისტიანულ ქმედებებში, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც იქნება ღვთისთვის სათნო. თუ მე მან გამიშვა თავი ეპარქიაში ლასურიაში, რატომ არ უნდა გამეთენებინა ერთი ღამე მონასტერში, თუ ღამე ფეხით უნდა წავსულიყავი? აზრს მოკლებულია მისი განცხადებები. ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ყველა ეპარქიას და თანამდებობას. სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში. სად არის ამ დროს საეპისკოპოსო, სად არის ზნეობის კომისია? უამრავი ადამიანი მირეკავს, მიცხადებენ სოლიდარობას. დამირეკეს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან", - ამბობს დედა სოსანა.

მისივე თქმით, მას მეუფე სტეფანე ბრალს სდებს, რომ პატრიარქს წირვაში არ იხსენიებს, რაზეც განმარტავს, რომ მას წირვის ჩატარების უფლება არ აქვს, ხოლო პატრიარქს საჯანმრთელო ლოცვებში ტიტულის გარეშე იხსენიებს.

"მიტროპოლიტი მაბრალებს, რომ მე არ მოვიხსენიებდი წირვაში კათალიკოს-პატრიარქს. მე არც მღვდელი ვარ და არც წირვის ჩატარების უფლება მაქვს. მე მას ვუთხარი, რომ საჯანმრთელო პარაკლისებში ვიხსენიებდი კათალიკოს-პატრიარქს ტიტულის გარეშე, რადგან მას აქვს უმძიმესი ბრალდება წაყენებული, მას ჰქონდა უფლება დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, რომელიც არ და ვერ დაამტკიცა. მე მაქვს უფლება, რომ ის მოვიხსენიო ტიტულის გარეშე",- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო