გორის მერია - გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 984 994 ლარია, ხოლო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 მეტრია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო ,ასევე საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

იგეგმება ასევე, სკვერის, გარეგანათების, მოაჯირის მოწყობა და დეკორატიული სკამების დადგმა.

გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთის (26 მაისის სანაპიროდან კახნიაშვილის ქუჩამდე), 2018 წელს რეაბილიტირდა.

გარდა იმისა, რომ საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა, ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა.

ქუჩის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით დაიგეგმა“,-აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა