კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა დროებით შეაჩერა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი კორონავირუსის 50-მდე შემთხვევის დაფიქსირება გახდა. საწარმოს დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, საქართველოში არსებული მათი ოთხი საწარმოდან მხოლოდ ფოთში მდებარე ფაბრიკა დაიხურა.

„როდესაც ჩვენს საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასიური ტესტირება. ანუ ყოველ მესამე დღეს ვახორციელებდით ტესტირებას. ორი ტესტის შედეგად გამოვლინდა 29 შემთხვევა, ბოლოს გავაკეთეთ „პისიარ“ ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ დადასტურებული შემთხვევების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფოთის საწარმოში. მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 საწარმო გვაქვს, დანარჩენი სამი საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ფოთის საწარმო დიდი ალბათობით 11 აპრილს გაიხსნება,“- განაცხადა გია ლომინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა