პოზნერის ვიზიტს მოძრაობა "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ეხმიანება

"ყველას კარგად გვესმის, რომ ეს „სპექტაკლი“ არა პოზნერის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც გაფუჭებული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაუარესებლად და დასაძაბად იყო გამიზნული. ამ პროვოკაციას საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღის გამოწვევისა და აგორების მიზანიც ჰქონდა, რაც ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წახალისებული. როგორც ჩანს, დღემდე ვერ ხვდებიან, რომ მათი მეთოდები ისე გაცვდა, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მათი აღარავის სჯერა" - აცხადებს მოძრაობის ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი.

პროვოკაციები, რაც ამ დესტრუქციულმა ძალებმა თითქოსდა ქართველი ხალხის სახელით, ჟურნალისტ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოაწყეს - ქვეყნის გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობაა. ისინი არამარტო დესტრუქციული ძალები არიან, არამედ ქართველი ხალხის მტრებიც.

ვფიქრობთ რომ ეს იყო მიზანმიმართული, აგრესიული აქტი, რომელიც დააზიანებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს და ეკონომიურ პრობლემებს შეუქმნის საქართველოში მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს. ამ დესტრუქციული ძალის ერთადერთი ინტერესია, ყველანაირი ხერხით მოვიდეს ხელისუფლებაში", - ამბობს ჭიქაშვილი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა