შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებთან ონლაინ შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, 2021 წელს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში ,,ბუღალტერთა კლუბ ფორუმსა“ და ,,საქართველოს ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც დეკლარირების ვალდებულების აღსრულებას სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის გამოყენებით ითვალისწინებს.

„დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების მიზანია, დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა, რომლის პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის რეკომენდაციით.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის ფარგლებში, დარიცხვის განხორციელებამდე, დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე იგზავნება გამაფრთხილებელი ხასიათის შეტყობინება.

აქვე, განვმარტავთ, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სავადო თარიღიდან მე-6/7 სამუშაო დღეს, შესაბამის სამიზნე ჯგუფის მიმართ განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გაეგზავნება სავარაუდო დარიცხვის შესახებ შეტყობინება.

სამუშაო შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო