ლევან დავითაძე - დასაფასებელია თითოეული თქვენგანის საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი

„ბათუმის წყლის” გენერალურმა დირექტორმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თანამშრომლებს მადლობის სიგელი გადასცა.
„დასაფასებელია თითოეული თქვენგანის საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი. უკვე ათეული წელია რჩებით მშობლიური ქალაქის სამსახურში და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებით მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საქმეს. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა შეხვედრაზე ლევან დავითაძემ.

























