რუსთავში, პროექტის - "ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც  სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“,  შედეგების პრეზენტაცია  გაიმართა.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ,,ტურისტული სოფელი“ მოეწყო, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, “ტურისტულ სოფელში“ ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 60-მდე მცირე მეწარმის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ასევე ქვემო ქართლის რეგიონის სამზარეულოს გაცნობის მიზნით, Workshop - ,,ისწავლე კეთებით, მოამზადე და დააგემოვნე“ ჩატარდა.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაცია ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ მიერ განხორციელებული პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისათვის“, ასევე ქვემო ქართლის მეწარმე ქალთა მონაწილეობით, "ტრანსსასაზღვრო პავილიონის" და "მეწარმე ქალთა ქსელის" პრეზენტაციები მოეწყო. გაეროს განვითარების პროგრამის FRLD 2 ფარგლებში კი წარმოდგენილი იქნება ქვემო ქართლის მუნიციპალური პროექტების ინიციატივების შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი - ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“, ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობამ“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტისა და ღონისძიების მონაწილეებს შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატები გადაეცათ.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლის ტურისტული რესურსის, პროდუქტების წარმოდგენა, მცირე ბიზნესების მხარდაჭერა და შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო