აბაშის მერია - სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, უკვე არსებული აგრობაზრის მოპირდაპირე მხარეს,  ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, უკვე არსებული აგრობაზრის მოპირდაპირე მხარეს, ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს ადგილზე შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავაჭრო პავილიონში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით.

„პროექტის ფარგლებში განლაგდება სავაჭრო დახლები, მოსასვენებელი სკამები მგზავრებისთვის. მოეწყობა ავტოსადგომი.

აგრობაზარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შენდება.

აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს