ვახტანგ შაქარიშვილი - სამწუხაროა,  რომ დღეს ჩვენივე ხელით ვახანგრძლივებთ თავის დროზე უგულავა-კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემას გარე-რეკლამის სფეროში

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გარე რეკლამის სფეროში სამომავლო ხედვის შემუშავებისა და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით საჯარო განხილვების დაწყების ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

საკრებულოს წევრის თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს, გარე-რეკლამის სფეროში, გახანგრძლივებულია ე.წ. უგულავა-კეზერაშვილის დანაშაულებრივი სქემა, რომელიც დღეს „ვისოლ ჯგუფის“ ხელშია.

„როგორც იქნა დადგა ის ნანატრი 2021 წლის აპრილი და ვადა გაუვიდა 2009 წლის კაბალურ ხელშეკრულებას გარე-რეკლამის განთავსებაზე. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენივე ხელით ვახანგრძლივებთ თავის დროზე უგულავა-კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემას გარე-რეკლამის სფეროში, რომელიც დღეს "ვისოლ ჯგუფის" ხელშია. პირველ რიგში გაუგებარია, რატომ არ მოემზადა მუნიციპალიტეტი ამ მომენტისთვის, როდესაც ყველასთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ არაერთხელ მომიმართავს წერილობით თუ საჯარო განცხადების მეშვეობით, რომ აუცილებელი იყო აღნიშნული შეთანხმების გადახედვა და კაბალური ხელშეკრულების მოშლა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო და არის მრავალმხრივ დამაზიანებელი“, - აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა გაუმართავია და ქაოტურია ურბანული დაგეგმარების ნაწილში იწვევს უდიდეს საბიუჯეტო დანაკლისს და არღვევს კონკურენციის ყველა ძირითად პრინციპს.

„სამწუხაროდ, უკვე მიღებულია აღნიშნული ხელშეკრულების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მოგმართავთ წინადადებით, სამომავლო ხედვის შემუშავებისთვის და მაქსიმალურად სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, უზრუნველყოთ საჯარო განხილვები საკითხის გარშემო, სადაც მოვუსმენთ ყველა ინტერესთა ჯგუფს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე დარგის სპეციალისტებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ფართო ჩართულობით იქნება შესაძლებელი ამ მიმართულების მოწესრიგება და ისეთი რეგულირების ჩარჩოს მომზადება, რომელიც გამორიცხავს ყველა არსებულ ხარვეზს, გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, გააჩენს კონტროლის მექანიზმებს და ბიზნესისთვის უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესებს“, - აცხადებს ვახტანგ შაქარიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს