გიორგი კუნაძე - რაც უფრო წარმატებული და სტაბილური იქნება საქართველო, მისი პოზიციები რუსეთთან დიალოგში გაცილებით მყარი იქნება, ეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას უნდა ესმოდეს

საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მოსკოვურ ხედვაზე, ამავე პროცესებზე კრემლის მოლოდინებზე, ასევე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრირება, და იმაზე, ჟურნალისტ პოზნერისა და მისი თანხმლები პირების თბილისში სკანდალური ვოიაჟი, "ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსეთის ყოფილ ელჩს სამხრეთ კორეაში, პროფესორ გიორგი კუნაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ თვალს ადევნებთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. ვგულისხმობ იმას, რომ მეხუთე თვეა ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ევროპული საბჭო, ევროკავშირი, ევროპარლამენტარები ცდილობენ მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ ასე არ ხდება.

მეტიც, ამ პროცესში ჩართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ, მაგრამ მხარეები ვერა და ვერ თანხმდებიან. თქვენი დაკვირვებით მოსკოვიდან როგორ ჩანს ის პროცესები, რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსეთში საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ ინტერესმა იკლო. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ შორიდან ძნელია იმის გარკვევა თუ რა ხდება სინამდვილეში.

რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, რაც ახლა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხდება, ვგულისხმობ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებაა, საკმაოდ სკეპტიკური და კრიტიკულია.

საქმე ისაა, რომ საქართველოში უნდა ესმოდეთ - ნებისმიერი სკანდალური და ჩიხური ვითარებები საქართველოში ხელს არ უწყობს ქვეყანამ შეიძინოს თავისი საკუთარი და ახალი იდენტობა. ასეთი ვითარება ხელს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას და იმ ძალებს აძლევს რუსეთში, ვინც საქართველოს რუსეთის მტრად მიიჩნევს. ასეთები კი რუსეთის ხელისუფლებაში ცოტა ნამდვილად არ არიან.

ნებისმიერი სკანდალური და ჩიხური ვითარება საქართველოში ხელს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას და იმ ძალებს აძლევს რუსეთში, ვინც საქართველოს რუსეთის მტრად მიიჩნევს. ასეთები კი რუსეთის ხელისუფლებაში ცოტა ნამდვილად არ არიან

- საქართველოში მიმდინარე მომენტის მთავარი თავისებურება იმაშია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს პრორუსულობაში ადანაშაულებს?

- ასეთი ბრალდებები იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდა, სავსებით ბუნებრივია. ორივე მხარე ადანაშაულებს ერთმანეთს რუსეთთან, როგორც მტერ ქვეყანასთან თანამშრომლობაში. ამგვარი რამ პოლიტიკაში პოლიტიკის ჩვეულებრივი ილეთია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარგებლოა შიდა პოლიტიკურ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარისთვის.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად მართებულია საკითხის ასე დაყენება. პოლიტიკოსები იმიტომ არიან პოლიტიკოსები, რომ თავად წყვეტენ კონკრეტულ სიტუაციაში ტაქტიკური მოსაზრებებით როდის და როგორ იმოქმედონ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მათი ასეთი ქმედებებისგან ქვეყანა ბევრს ვერაფერს მოიგებს.

რაც უფრო წარმატებული, სტაბილური და თავის თავში დარწმუნებული იქნება საქართველო, მისი პოზიციები რუსეთთან დიალოგში გაცილებით მყარი იქნება. ეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას უნდა ესმოდეს.

სიმართლე გითხრათ, მე არც ისე კარგად ვაფასებს საქართველოს ხელისუფლების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. რამდენადაც ვხდები დღევანდელ ხელისუფლებას იმ პერიოდში, რაც ხელისუფლებაშია, ბევრი არაფერი გაუკეთებია. საბედნიეროდ, მათ ვერ შეძლეს იმის დანგრევაც, რაც მათმა წინამორბედმა ხელისუფლებამ გააკეთა.

არადა, ისეთი პირი უჩანს, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის.

- დარწმუნებული ვარ მოსკოვში ინტერესით აკვირდებიან საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს კრემლს?

- ვითარებაში, როცა რუსეთში ყველაფერი მოშლილია, კრემლმა რასაც ხელი მოჰკიდა, არაფერი გამოსდის, ვფიქრობ, მოსკოვში საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან განსაკუთრებულს არც არაფერს არ ელოდებიან.

ვითარებაში, როცა რუსეთში ყველაფერი მოშლილია, კრემლმა რასაც ხელი მოჰკიდა, არაფერი გამოსდის, ვფიქრობ, მოსკოვში საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან განსაკუთრებულს არც არაფერს არ ელოდებიან

მათ შორის იმიტომაც, რომ საქართველოში არსებული ვითარება უძრაობას უფრო ჰგავს. არსებობს გარკვეული პატური ვითარება, როცა ქართული ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში ვერ შეუთანხმდება ქვეყნის ხელისუფლებას. ასეთი სიტუაცია რუსეთს აძლევს ხელს. მოსკოვში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისგან ალბათ უფრო ჩიხური ვითარების გაგრძელებას ელოდებიან.

- იძაბება ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, კერძოდ დონბასის რეგიონში. იგულისხმება რუსეთის მიარ ამ რეგიონში საკუთარი შეიარაღებული ძალების გადასროლა და ის, რაც ამის გამო უკრაინის მხარეს ხდება.

თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთ-უკრაინის საზღვრის დონბასის მონაკვეთზე?

- უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ რუსეთში ინფორმაცია ფართე აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი არაა. არადა, ფაქტია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთმა მოხდინა ძალების მობილიზება.

მოსკოვში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისგან ალბათ უფრო ჩიხური ვითარების გაგრძელებას ელოდებიან

მიუხედავად ამისა, მე მაინც არ ველოდები ვითარების გამწვავებას და კრიზისული სიტუაციის შექმნას. მითუმეტეს სამხედრო კონფლიქტს. თუ მე ვცდები, იმედია მაპატიებენ. მინდა ოპტიმისტი ვიყო, რადაგნ სამხედრო კონფლიქტი ეს ისაა, რაც არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას.

- უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ცდილობს კიევის იძულებას რომ უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან...

- დიახ, ეს ასეა, მაგრამ მე არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს. პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ სუსტი მმართველი აღმოჩნდა. არც ის ვიცი, იგი საერთოდ რამეს მართავს თუ არა. თუ ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტ ზელენსკის საგარეო პოლიტიკის ფრონტზე მარცხი ექნება, ეს შესაძლოა მისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესშია გაიგონოს ოპოზიციის ხმა. როგორც მე ვხედავ, ეს კი არ ხდება.

მესმის, რომ კიევი ვერ დათანხმდება იმ სეპარატისტებთან დიალოგს, რომლებიც სხვა ქვეყნის მარიონეტები არიან. ეს უკრაინის ხელისუფლებისთვის შეურაცმყოფელი იქნებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ რაღაც ფორმით კარგი იქნებოდა მათთან თუნდაც არაოფიციალურ ურთიერთობებში ყოფნა. მე არ ვგულისხმობ მათთან მოლაპარაკებების დაწყებას.

რუსეთი უკრაინისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვს. სინამდვილეში, ეს შეთანხმება თავის დროზე საკმაოდ წარუმატებლად იყო შედგენილი. შეთანხმება იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ვითარება კიდევ უფრო ჩახლართულიყო. დონბასში არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია მანამდე, ვიდრე უკრაინასა და რუსეთს შორის დადგენილი არაა საზღვარი.

რუსეთი უკრაინისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვს. სინამდვილეში, ეს შეთანხმება თავის დროზე საკმაოდ წარუმატებლად იყო შედგენილი. შეთანხმება იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ვითარება კიდევ უფრო ჩახლართულიყო. დონბასში არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია მანამდე, ვიდრე უკრაინასა და რუსეთს შორის დადგენილი არაა საზღვარი

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქმე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს?

- იმედია მაქვს რომ საქმე აქამდე არ მივა და ვფიქრობ რომ ასე არ მოხდება. ცუდი ისაა, რომ ეს პროცესები ვითარდება იმის ფონზე, რომ რუსეთში საკმაოდ ნერვული ვითარებაა. რუსეთის ხელისუფლება საკმარისად თავჯერებულად ვერ გრძნობს თავს ქვეყნის შიგნით.

- ანუ, არაა გამორიცხული კრემლში პატარა, მაგრამ გამარჯვებით დასრულებული ომის წარმოება შეიძლება ვინმემ მოისურვოს?

- ვფიქრობ, რომ უკრაინასთან პატარა და გამარჯვებით დასრულებული ომი ვერანაირად ვერ იქნება. დღევანდელ ვითარებაში მე არ წამომიდგენია რა შეიძლება იყოს ამ პატარა ომის მიზანი და როგორი შეიძლება იყოს მისი შედეგი.

- გვერდს ვერ აუვლით ხმაურს, რომელიც თბილისში ჟურნალისტ პოზნერისა და მისი თანხმლები პირების სტუმრობას მოჰყვა. ამ თემაზე ხმაურობს როგორც ქართული, ისე რუსული მედია.

ახლა ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ პოზნერისა და მისი თანხმლები პირების თბილისში სტუმრობა შემთხვევითი არ ყოფილა და ამის უკან რაღაც დგას. თქვენ რას იტყოდით მომხდარზე...

- ჩემი აზრით, პოზნერთან დავშირებული ინციტენდის უკან დგას მხოლოდ ერთი კაცი - დღესასწაულის მთავარი გმირის ადამიანური სისულელე. მას უნდა სცოდნოდა რომ ასეთი მდიდრული დროსტარება, თბილისში მოქმედი კარანტინის პირობებში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

პოზნერთან დაკავშირებული ინციტენდის უკან დგას მხოლოდ ერთი კაცი - დღესასწაულის მთავარი გმირის ადამიანური სისულელე. მას უნდა სცოდნოდა რომ ასეთი მდიდრული დროსტარება, თბილისში მოქმედი კარანტინის პირობებში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა

მას, როგორც ადამიანს, რომელსაც პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში დიდი გამოცდილება აქვს, უნდა ეფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა ყველაფერი სკანდალით დასრულებულიყო და ამის გამო თბილისში არ უნდა გამგზავრებულიყო. ჩემი აზრით, შესაძლოა, ყველაფერი პოზნერის ასაკსაც უკავშირდებოდეს.

- მომხდარის შემდეგ გახშირდა საუბრები იმაზე, რომ მოსკოვი არ გახსნის საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას, რაზეც კარგა ხანია საუბრობენ. მოუწოდებს თავის მოქალაქეებს არ ჩავიდნენ ტურისტებად საქართველოში. ეს უკანასკნელი უკვე ხდება.

თქვენი დაკვირვებით, მომხდარი შეიძლება აღმოჩნდეს ორ ქვეყანას შორის საჰაერო სივრცის არგახსნის მიზეზი?

- ასეთი რამ რუსეთის სტანდარტული რეაქციაა. გავრილოვის სკანდალის შემდეგ მოსკოვს ჰქონდა ასეთი და მოსალოდნელი რეაქცია. არა მგონია ამჯერად მომხდარზე კრემლმა გამოავლინოს გაცხარება.

პოზნერი არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა. სურვილის შემთხვევაში მოსკოვს შეუძლია მომხდარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასამწვავებლად გამოიყენოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ სკანდალის გამო რა ფორმით დაზარალდა რუსეთის ღირსება რუსეთის ხელისუფლების თვალში. პოზნერი კერძო პირია, რომელმაც მოისურვა თავის მეგობრებთან ერთად თბილისში აღენიშნა თავისი დაბადების დღე.

ჩემი აზრით, თბილისში კარანტინის საათის პირობებში დაბადების დღის აღნიშვნის იდეა იყო სუფთა წყლის იდიოტიზმი. მიუხედავად ამისა, პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უკვე თქვა, რომ საქართველოში ტურისტად ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა