მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრის დროს ლერი ბარნაბიშვილმა საკრებულოს და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტული მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, შევეხეთ იმ პროექტებსაც, რომლის გადაჭრაც სჭირდება რეგიონს, მე მათ აღვუთქვი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციაში დახმარება და პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრაში დახმარება”,- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მათივე ცნობით, ლერი ბარნაბიშვილის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან მაცაცო ნარიმანიძესთან და თამაზ სუჯაშვილთან ერთად ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა