საქართველოში დაფიქსირებული 580 ახალი შემთხვევიდან 26 შიდა ქართლში გამოვლინდა

საქართველოში დაფიქსირებული 580 ახალი შემთხვევიდან 26 შიდა ქართლში გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1135-მდე გაიზარდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულთაგან ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, 234 პირი კი მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

ამ დროისთვის, შიდა ქართლში თვითიზოლაციაში იმყოფება 519 მოქალაქე.

რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, სადაც ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სამი სოფლის შესასვლელში, მეორე დღეა საკონტროლო საგუშაგოები მოქმედებს, ბოლო 24 საათში ინფიცირების კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა.

,,კასპის მუნიციპალიტეტში 11 ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, აქედან 9 ფაქტი სოფლების - სამთავისის და ქვემო ჭალის კლასტერია. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გრძელდება. სიმპტომებიანი პაციენტების გამოვლენის მიზნით, გუშინ განხორციელდა და გრძელდება შემოვლა კარდაკარის პრინციპით. ექვსი ჯგუფი მუშაობს სამ სოფელში და დღეს ვაგრძელებთ კვლევას სამთავისსა და ქვემო ჭალაში", - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა