"მოითხოვე ვადამდელი არჩევნები", - ამ ლოზუნგით ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე "ლელოს" წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
როგორც "ლელოს" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით ცდილობენ, "ქართულ ოცნებას" მათი ხმა გააგონონ, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
"ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, Online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ,- აცხადებენ პარტიაში.